შერმადინის 11 ქულა - ტენერიფე ობრადიორისთან დამარცხდა
Aa Aa
3 დეკემბერი 2023  |  02:11

შერმადინის 11 ქულა - ტენერიფე ობრადიორისთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ობრადოიროს“ უმასპინძლა და 87:92 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც პარკეტზე 20 წუთი და 26 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მასპინძელთა მხრიდან კი ყველაზე აქტიური ჰუერტასი იყო, რომელმაც არასრულ 26 წუთში 20 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 12 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაქვეითდა. შემდეგ ტურში, „ტენერიფე“ „ბასკონიას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები