თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას მორიგი აღიარება | ქართველი კალათბურთელი თვის სიმბოლურში

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და იტალიაში კიდევ ერთი აღიარება დაიმსახურა.

იტალიის Lega Basket A-მ ნოემბრის თვის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და შენგელიას საუკეთესო ხუთეულში ვხედავთ. მის გარდა, ოცნების გუნდში კრის დაუ („ტორტონა“), ტომისლავ ზუბჩიჩი („ნაპოლი“), ჯეიკობ პულენი („ნაპოლი“) და პეიტონ უილისი („პისტოია“) შეიყვანეს.

„ვირტუს ბოლონიამ“ ნოემბერში იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, 4 შეხვედრა გამართა. „კრემონას“ წინააღმდეგ შენგელიამ 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გაიფორმა. „ტრევიზოსთან“ 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა ჰქონდა. „ბრეშასთან“ 26 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი დააგროვა, ხოლო „ბრინდისისთან“ 14 ქულასა და 9 მოხსნას დასჯერდა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 7 მოგება და 2 წაგება აქვს და იტალიის ჩემპიონატის პირველ ადგილს იკავებს. თოკოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 3 დეკემბერს ელის და „ტორტონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: ინტერს კვარა-ოსიმენის დუეტის არ ეშინია
Gazzetta: ინტერს კვარა-ოსიმენის დუეტის არ ეშინია