„თეიქდაუნის 49 მცდელობა ნიშნავს, რომ პარტერში არც ისე კარგია“ | ცარუკიანი მერაბზე
Aa Aa
30 ნოემბერი 2023  |  17:50

„თეიქდაუნის 49 მცდელობა ნიშნავს, რომ პარტერში არც ისე კარგია“ | ცარუკიანი მერაბზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ცარუკიანმა ინტერვიუ Sport-Express-ს მისცა და „მანქანისა“ და ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის ბრძოლას გამოეხმაურა, რომელიც დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და თეიქდაუნის 49 მცდელობა ჰქონდა.

„არის თუ არა 49 მცდელობა არარეალური მაჩვენებელია? ეს რიცხვი მეტყველებს, რომ დვალიშვილი პარტერში არც თუ ისე კარგია. ხაბიბის ბრძოლებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ მას მეტოქე პარტერში 3-4-ჯერ გადაჰყავს და იქ 5 წუთი აჩერებს. აი, ზუსტად ასეთი უნდა იყო პარტერში.

რა თქმა უნდა, 49 მცდელობა არარეალური და მაგარი შედეგია და მერაბს დაუჯერებელი გამძლეობა აქვს. მისი და პიოტრ იანის ბრძოლას ვუყურე და დვალიშვილი 25 წუთი არ გაჩერებულა. სწორი გეგმა შეიმუშავა, მტკივნეული დარტყმების ნაცვლად, მსუბუქ დარტყმებზე გააკეთა აქცენტი და მთელი ყურადღება ჭიდაობაზე გადაიტანა. იანი ფეხზე წამოდგომას კარგად ახერხებდა და მერაბს 49 მცდელობა ამიტომ ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა ჟოაკიმ სილვას წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა. მის ანგარიშზე 20 მოგება და 3 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რუდიგერმა სიცოცხლე გაუმწარა“ - იტალიური მედიის შეფასება
„რუდიგერმა სიცოცხლე გაუმწარა“ - იტალიური მედიის შეფასება