პეტრ ჩეხი
Aa
Aa

ჩეხი ჰოკეიში - ყოფილი მეკარის დებიუტი ბრიტანეთის უმაღლეს ლიგაში

გასულ წელს, ცნობილი გახდა, რომ პეტრ ჩეხმა ახალი სპორტის სახეობა აირჩია და ჰოკეის თამაში დაიწყო. როგორც ფეხბურთში, ისევე ჰოკეიში ჩეხი მეკარის პოზიციაზე მოგვევლინა.

გუშინ, „ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილ კარის დარაჯს დიდი ბრიტანეთის ჰოკეის უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა.

პეტრი „ბელფასტ ჯაიანთის“ შემადგენლობაში მესამე პერიოდში გამოჩნდა და ერთი რთული დარტყმა მოიგერია. ირლანდიურმა გუნდმა „გლაზგოს“ 5:1 მოუგო და 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

ცნობისთვის, ლეგენდარული ყოფილი მეკარის ამჟამინდელ გუნდს ლიგაში ცუდი შედეგები აქვს. "ჯაიანთმა" 12 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 12 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი მადრიდშია - იკარდის სამეფო კლუბში ტრანსფერი რეალურია
აგენტი მადრიდშია - იკარდის სამეფო კლუბში ტრანსფერი რეალურია