1950 წლის შემდეგ პირველად!
Aa
Aa

1950 წლის შემდეგ პირველად!

სერია A-ს მე-10 ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "სპალის" უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს 25 ქულა აქვს და ლიდერ "ნაპოლის" 3-ით ჩამორჩება.

"ბებერმა სინიორამ" წლევანდელი სეზონი საკმაოდ შედეგიანად დაიწყო. ტურინელებს უკვე 31 გოლი აქვთ გატანილი.

აღსანიშნავია, რომ 1950 წლის შემდეგ, ამდენი გოლის გატანა სერია A-ს არცერთ გუნდს მოუხერხებია.

ბოლოს, უკეთესი შედეგი 1951/1952 წლების სეზონში დაფიქსირდა და მისი ავტორიც "იუვენტუსი" გახდა. მათ ანგარიშზე 32 ბურთი იყო.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში ალეგრის გუნდი "სან სიროს" ეწვევა და "მილანს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები