გოგა ბითაძე, დენვერ ნაგეთსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - ორლანდომ ზედიზედ მეხუთედ მოიგო

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ არენაზე „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულის სხვაობით, 124:119 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ორლანდოს სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგას ბევრი ქულა არ აუღია, მაგრამ დაცვაში საკმაოდ პროდუქტიული იყო. ბითაძემ 12 მოხსნას (3 შეტევაში), 6 ქულას, ორ გადაცემას და 1 ბლოკს მოუყარა თავი. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე, როდესაც მასპინძლებს 1-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, გოგას ორი საჯარიმო სროლის უფლება მიეცა, რომელიც ზუსტად გამოიყენა და გარკვეულწილად, გამარჯვებულის ბედიც სწორედ ამან გადაწყვიტა.

საერთო ჯამში, გოგა ბითაძის ანგარიშზე 2-დან 2 საჯარიმო და 5-დან 2 ორქულიანი იყო. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა.

„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და ამ დროისთვის, აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 10 მოგებითა და 5 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება. გოგა ბითაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა ხვალ, საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველთვის მზადყოფნაშია“ | სან ანტონიოს კალათბურთელმა მამუზე ისაუბრა
„ყოველთვის მზადყოფნაშია“ | სან ანტონიოს კალათბურთელმა მამუზე ისაუბრა