ჩინური მედია: ანჩელოტი
Aa
Aa

ჩინური მედია: ანჩელოტი "გვანჯოუ ევერგრანდს" გაწვრთნის!

რამდენიმე საათის წინ ჩინური მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გვანჯოუ ევერგრანდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლუიშ ფელიპე სკოლარის, კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს.

ჩინური კლუბის წარმომადგენლები, ანჩელოტის დღეს დილას ლონდონში შეხვდნენ და მასთან კონტრაქტის პირობებზე ისაუბრეს.

არსებული ცნობებით, მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს და მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლოს, "ევერგრანდის" ამჟამინდელ თავკაც ლუიშ ფელიპე სკოლარის კონტრაქტის ვადა ამოეწურება, მის ადგილს "პაპა კარლო" დაიკავებს.

თუკი ასე მოხდა, კარლო ანჩელოტი "გვანჯოუ ევერგრანდის" მე-3 იტალიელი მწვრთნელი გახდება. აქამდე ამ გუნდში მარჩელო ლიპისა და ფაბიო კანავაროს უმუშავიათ.

გვანჯოური კლუბი ბოლო წლებში ჩინური ფეხბურთის აშკარა დომინანტია. მან გასულ კვირას ჩინეთის ჩემპიონობა გაიფორმა და ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეშვიდედ გახდა. გარდა ამისა, 2013 და 2015 წლებში კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირის, აზიის "ჩემპიონთა ლიგის" მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები