ევრო 2024, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი
Aa
Aa

ევრო 2024-ის მონაწილე 21 ნაკრები ცნობილია - წილისყრა 2 დეკემბერს გაიმართება

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ტურნირის მონაწილე 24 გუნდიდან 21-ის ვინაობა ცნობილია. მასპინძელი გერმანიის გარდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შემდეგი ნაკრებები ითამაშებენ: ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, შოტლანდია, ესპანეთი, თურქეთი, ავსტრია, ინგლისი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი, დანია, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია, სერბეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვენია, ხორვატია.

ნაკრებები კალათებში ასე გადანაწილდნენ:

პირველი კალათა: გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი

მეორე კალათა: უნგრეთი, თურქეთი, დანია, ალბანეთი, რუმინეთი, ავსტრია

მესამე კალათა: ნიდერლანდები, შოტლანდია, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი

ამ ეტაპზე მე-4 კალათაში სამი ნაკრებია იტალიის, სერბეთისა და შვეიცარიის სახით. მათ ფლეი-ოფში გამარჯვებული სამი ნაკრები დაემატება.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრია 2 დეკემბერს, ჰამბურგში გაიმართება.

23 ნოემბერს, UEFA-ში წილისყრა გაიმართება, სადაც გავიგებთ, ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ფლეი-ოფის ფინალში გასვლის შემთხვევაში.

წილისყრა 23 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

A ლიგის გზის ნახევარფინალი 21 მარტი

პოლონეთი-ესტონეთი

უელსი-(ფინეთი, უკრაინა, ან ისლანდია)

B ლიგის გზის ნახევარფინალი 21 მარტი

ისრაელი-(ფინეთი, უკრაინა ან ისლანდია)

ბოსნია-(ფინეთი, უკრაინა ან ისლანდია)

C ლიგის გზის ნახევარფინალი 21 მარტი

საქართველო-ლუქსემბურგი

საბერძნეთი-ყაზახეთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები