საბა მამაცაშვილი, გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

მამაცაშვილის გასროლით მოგებული მატჩი | 21-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი სკოპიეში გამართა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. რამაზ სვანაძის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0.

მატჩის პირველი ტაიმი ფრთხილი და უხეში გამოვიდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ. საწყის 45 წუთში გოლი არ გასულა და შესვენებაზე ტაბლოზე 0:0 გახლდათ დაფიქსირებული. მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად დაიწყო და მალევე დაწინაურდა. შეხვედრის 54-ე წუთზე, გიორგი მაისურაძის პასს საბა მამაცაშვილის ბრწყინვალე გასროლა მოჰყვა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრები წინ გავიდა - 1:0.

გატანილი გოლის შემდეგ, სვანაძის ბიჭებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. ლუკა გაგნიძე მეტოქის კარის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა. 87-ე წუთზე, შანსი ჩრდილოეთ მაკედონიელებს მიეცათ. კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ქართველებს ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა მოუწიათ. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ჩვენებმა 1:0 მოიგეს.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. რამაზ სვანაძის გუნდს მომდევნო მატჩი 2024 წლის 26 მარტს ელის და სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას საჩემპიონო შანსი უფრო მაღალია“ - ალჯო თოფურია-ვოლკის ბრძოლაზე
„ილიას საჩემპიონო შანსი უფრო მაღალია“ - ალჯო თოფურია-ვოლკის ბრძოლაზე