საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ტოკიოს მასტერსი
Aa
Aa

ტოკიოს მასტერსი | ძიუდოისტთა ნაკრების საბრძოლო შემადგენლობა

2-3 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის შემაჯამებელი ტრადიციული ტურნირი, ტოკიოს მასტერსი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე საბრძოლო შემადგენლობით წარდგება. ჩვენი გუნდის მწვრთნელების გადაწყვეტილებით, შეჯიბრში მონაწილეობას 14 ძიუდოისტით მიიღებს - მათ შორის 11 ვაჟი და 3 გოგონა ძიუდოისტი იქნება.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა:

  • -60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი.
  • -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი.
  • -73 კგ. - გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი.
  • -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი.
  • -90 კგ. - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური.
  • -100 კგ. - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი.
  • +100 კგ. - გურამ თუშიშვილი.

ქალ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა:

  • -57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი.
  • -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 კვირის წინ, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის ვიცე-ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ფინალში - ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა
მარცხი ფინალში - ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა