თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ორმაგი დუბლი და მატჩის MVP - შენგელიას შთამბეჭდავი თამაში

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში „ვირტუს ბოლონიამ’’ „ტრევიზო’’ 91:77 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა, 25 წუთში 20 ქულა ჩააგდო. ასევე, მის აქტივში 10 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა +18 შეადგინა.

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ვირტუს ბოლონიამ’’ 7-დან 6 მატჩი მოიგო, მხოლოდ 1 დათმო და 12 ქულით პირველ ადგილზეა. იტალიის ჩემპიონატში „ვირტუს ბოლონია'' შემდეგ მატჩს „ბრეშასთან'' გამართავს (20 ნოემბერი).

შეგახსენებთ, ოქტომბერში შენგელია ევროლიგისა და იტალიის ჩემპიონატის MVP გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები