მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, მეტ ბრაუნი
Aa
Aa

UFC-ის ყოფილი მებრძოლი: „მერაბის და ომალის ბრძოლა უფრო საინტერესო იქნებოდა“

UFC-ის საშუალო წონის ყოფილი მებრძოლი, მეტ ბრაუნი შონ ომალისა და „ჩიტო“ ვერას საჩემპიონო ბრძოლას გამოეხმაურა და მერაბ დვალიშვილის შესახებაც ისაუბრა.

რას ამბობს ბრაუნი:

ყველა ცუდად ვგრძნობთ თავს იმის გამო, რომ მერაბმა სატიტულო ბრძოლა ვერ მიიღო. ახლა ის იძულებულია წავიდეს და ჰენრი სეხუდოს შეებრძოლოს. ეს ნამდვილად არ არის ის ვარიანტი, რომელიც მას აწყობდა. ახლა ის საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპორტსმენს დაუპირისპირდება. თუ ამ ბრძოლას წააგებს, ეს მისი ცხოვრების ტრაექტორიას შეცვლის. რა თქმა უნდა, ეს არც თუ ისე კარგია, მაგრამ ახლა ეს მოცემულობაა. კარგად გვესმის, რა არის UFC-ის მოდელი და რატომ აკეთებენ ამას. მოგვწონს იმ ბიჭების ყურება, რომლებიც ამას იმსახურებენ. ეს არის ის, რაც გვინდა, რომ ვნახოთ. უფრო მეტად გვაინტერესებს როგორ აგრძელებს ეს ბიჭი თავის გზას, რომელიც რეიტინგის პირველი ნომერია. გვერჩივნა, რომ საჩემპიონო ბრძოლა მერაბის წინააღმდეგ ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალისა და მარლონ „ჩიტო“ ვერას საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის მარტში გაიმართება, მერაბ დვალიშვილი კი ჰენრი სეხუდოს სავარაუდოდ 2024 წლის იანვარში ეჩხუბება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი გამოწვევაა, ძალიან ძლიერია - დვალიშვილი სეხუდოსთან ბრძოლაზე
დიდი გამოწვევაა, ძალიან ძლიერია - დვალიშვილი სეხუდოსთან ბრძოლაზე