ჩელსი, მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

პოჩეტინო: “არ ვღელავ, რაღაცებია გამოსასწორებელი“

ლონდონის „ჩელსი“, რომ კრიზისშია ახალი არავისთვის არის. „არისტოკრატებმა“ პრემიერ ლიგის გასულ ტურში, საკუთარ კედლებში „ბრენტფორდთან“ წააგო.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს ბევრი კითხვა ჩნდება. „ლურჯების“ დამრიგებელმა მაურისიო პოჩეტინომ კი კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„არის რაღაცები, რაც უნდა გამოვასწოროთ. არ ვფიქრობ, რომ ვღელავ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და სიტუაციის გამოსწორებას მთელი ძალით ვეცდები. მთავარი კარგი ატმოსფეროს შექმნაა. ჩვენ გვჭირდება სწორი გზა გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის. მოთამაშეებმა გულშემატკივრების იდეა უნდა თარგმნონ. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ახალი გუნდი ვართ. დრო გვჭირდება. ვცდილობთ, მაგრამ რაღაცები გვაკლია.

როდესაც ვაგებთ, ყველა გრძნობთ, რომ განწყობა იცვლება. ნდობის ჩამოყალიბება გვჭირდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად თამაში იმ მიმართულებით მიდის, რომელიც არ გვაწყობს. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და გეგმები დავსახოთ. რეალურად, საკმარისად მოწიფული ვართ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსვლა მოვახერხოთ. ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.“

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ 10 ტურის შემდეგ, 3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება და 12 ქულა აქვს. ამ შედეგით კი „არისტოკრატები“ სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებენ. შემდეგ ტურში „ლურჯები“ გათამაშების ლიდერს, „ტოტენჰემს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი შეთანხმებულია | მიქაუტაძის აიაქსს ახალი თავკაცი ეყოლება
ყველაფერი შეთანხმებულია | მიქაუტაძის აიაქსს ახალი თავკაცი ეყოლება