ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

„ასეთ გარემოში თამაში დიდი მოტივაციაა“ - კაშია და ვაისი მატჩის წინ

ბრატისლავის „სლოვანი“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრას სტუმრად „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გუნდს ჯგუფში 6 ქულა აქვს და ლიდერია. ამჯერად „სლოვანს“ რთული გასვლითი შეხვედრა ელის.

მატჩის წინ, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე თან გურამ კაშია იახლა:

ვლადიმირ ვაისი:

„ლილს შემადგენლობაში გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი მათი სათამაშო დონის გათვალისწინებით, კვლავაც ჯგუფის ფავორიტებად რჩებიან. ჩვენს მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აქ სასეირნოდ არ ჩამოვსულვართ“.

გურამ კაშია:

„გუნდმა კონფერენს ლიგაზე გამოსვლა კარგად დაიწყო და ჩვენი მიზანი ამ სვლის გაგრძელებაა. მეტოქეს ერთგული გულშემატკივრები ჰყავს და მოსალოდნელია, რომ სტადიონი გაივსება. ასეთ გარემოში თამაში კი დიდი სიამოვნება და მოტივაციაა“.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანი“ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. „ლილს“ 4 ქულა აქვს. 1 ქულა აქვს „კლაკსვიკს“, ხოლო „ლუბლიანას“ ნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვის საგოლე პასი და კარგი მატჩი - ბარსამ შახტარი დაამარცხა
აზაროვის საგოლე პასი და კარგი მატჩი - ბარსამ შახტარი დაამარცხა