ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, უნიონ ბერლინი, რობინ გოსენსი
Aa
Aa

გოსენსი: “მეორე ტაიმში კვარაცხელიამ დაგვტანჯა“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელთა უკანახაზელმა რობინ გოსენსმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

რა თქვა გოსენსმა?

„ზედიზედ მეცხრედ დავმარცხდით და გულშემატკივრებთან ძალიან გვრცხვენია. ამის ახსნა ცოტა უცნაურია. ძლიერი „ნაპოლის“ წინააღმდეგ კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ტაიმში კვარაცხელიამ დაგვტანჯა. საბოლოო ჯამში ცოტა იღბალი დაგვაკლდა.

„ნაპოლი“ ყოველთვის კარგია ბურთთან ერთად. მათი ფეხბურთელები თითქმის არასდროს კარგავენ ბურთს. ეს მათი იდენტურობაა. ვთვლი, რომ ცუდად არ გვითამაშია, თუმცა ასეთ მატჩებში ერთი შეცდომა გადამწყვეტია.“

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ უკვე საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 8 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი „უნიონ ბერლინთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს ბენეფისი - ეფექტური გოლები და საგოლე პასი
რონალდუს ბენეფისი - ეფექტური გოლები და საგოლე პასი