გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

უდიდესი ალბათობით ასე მოხდება | აიაქსმა სტეინის შემცვლელი შეარჩია

გიორგი მიქაუტაძის „აიაქსმა“ მორის სტეინის შემცვლელი იპოვა. ამსტერდამულმა კლუბმა ნიდერლანდელ სპეციალისტთან თანამშრომლობა გუშინ გაწყვიტა და ახალი მთავარი მწვრთნელის შესარჩევად დიდი დრო არ დასჭირვებია.

ავტორიტეტული გაზეთის, De Telegraaf-ის ჟურნალისტი, ვალენტიენ დრიესენი იტყობინება, რომ ამსტერდამელთა რჩეული ჯონ ვან ‘ტსხიპია. კლუბის ხელმძღვანელებმა მას დროებითი სამსახური და სეზონის ბოლომდე თანამშრომლობა შესთავაზეს, რაც ‘ტსხიპისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

დრიესენის მიხედვით, უდიდესი ალბათობით, „აიაქსი“ ახალ თავკაცს პსვ-სთან მატჩის შემდეგ წარადგენს. ნიდერლანდურ კლასიკას 29 ოქტომბერს ვიხილავთ და შეხვედრა თბილისის დროით, 17:30-ზე დაიწყება. იმედი ვიქონიოთ, რომ ‘ტსხიპის დანიშვნის შემთხვევაში ვითარება შეიცვლება და მიქაუტაძეს მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

ცნობისთვის, ვან 'ტსხიპის ფეხბურთელის კარიერის უდიდესი ნაწილი „აიაქსის“ შემადგენლობაში აქვს გატარებული. ამსტერდამული გუნდის რიგებში მან 270-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, ბუცების კედელზე ჩამოკიდების შემდეგ ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, შემდეგ კი გუნდის თავკაცის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ვან 'ტსხიპი ბოლოს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა, თანამდებობა 2021 წელს დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანვარში ილიას არ უნდა ეჩხუბოს“ - მახაჩევი ვოლკანოვსკის პაუზის აღებას ურჩევს
„იანვარში ილიას არ უნდა ეჩხუბოს“ - მახაჩევი ვოლკანოვსკის პაუზის აღებას ურჩევს