ლუი ვან გაალი, ამსტერდამის აიაქსი, მორის სტეინი
Aa
Aa

ვინ შეცვლის სტეინს აიაქსში - მედია რამდენიმე ვარიანტზე წერს

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. მორის სტეინის გაშვების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებს მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებიათ და ამ დრომდე ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან.

ევროპულ პრესაში აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა სახელების შესახებ. ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International წერს, რომ კლუბში დროებითი მთავარი მწვრთნელის მოყვანას განიხილავენ, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს, ამის კანდიდატად კი ჯონ ვან ტ'სხიპი სახელდება. ვან ტ'სხიპი ფეხბურთელის კარიერის უდიდესი ნაწილი „აიაქსის“ შემადგენლობაში აქვს გატარებული. ამსტერდამული გუნდის რიგებში მან 270-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი კლუბში ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, შემდეგ კი მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ვან ტ'სხიპი ბოლოს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა, თანამდებობა 2021 წელს დატოვა.

კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის შესახებაც საერთაშორისო მედია წერს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი, მიჩელ ვან დერ გააგია. ბრიტანული Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ ვან დერ გააგის დანიშვნით არც მეტი, არც ნაკლები, ლუი ვან გაალია დაინტერესებული, რომელიც „აიაქსში“ კონსულტანტის პოზიციაზე დაბრუნდა.

ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ვან დერ გააგის „აიაქსში“ დანიშვნის საკითხი დიდწილად ერიკ ტენ ჰაგზეც იქნება დამოკიდებული, რადგან მას და „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ და დიდი ნდობითაც სარგებლობს. ვან დერ გააგი და ტენ ჰაგი რამდენიმე წელია, რაც ერთად მოდიან და მანჩესტერამდე „აიაქსშიც“ ერთად მუშაობდნენ. შესაბამისად, ერიკ ტემ ჰაგი თავის ასისტენტს მარტივად არ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მორის სტეინი გუნდიდან ორშაბათს გაუშვა, ამის მიზეზად 49 წლის სპეციალისტის მიერ ნაჩვენები წარუმატებელი შედეგები სახელდება. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს, ევროპა ლიგის მატჩზე „ბრაიტონის“ წინააღმდეგ გუნდს მოედანზე ჰედვიგს მადურო გაიყვანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვგრძნობ, რომ ყველა მენდობა. წასვლა არ მინდა“ - აიაქსის მწვრთნელი
„ვგრძნობ, რომ ყველა მენდობა. წასვლა არ მინდა“ - აიაქსის მწვრთნელი