ბარსელონა, მადრიდის ატლეტიკო, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ბარსა 80 მილიონს ვერ იხდის - ფელიქსთან კვლავ იჯარის გაფორმება სურს

Diario Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო’’ ჟოაუ ფელიქსის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა კატალონიელებს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.

„ატლეტიკო’’ „ბარსას’’ ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს, რაც სატრანსფერო თანხის გადანაწილებას გულისხმობს. „ბარსელონა’’ „ატლეტიკოს’’ დაახლოებით 25 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს სამჯერ გადაუხდის, თუმცა „ბარსასთვის’’ ეს ვარიანტიც არაა იდეალური, კლუბს კვლავ ფინანსური პრობლემები აქვს და ეს პრობლემები სავარაუდოდ 2025 წლის ზაფხულში უნდა მოგვარდეს, კლუბში ასე ფიქრობენ.

„ბარსელონასთვის’’ საუკეთესო ვარიანტი ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაა, რომელიც ძალაში 2025 წლის ზაფხულამდე იქნება და აღნიშნულ ზაფხულში „ბარსა'' ფელიქსს 40 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

2019 წლის ზაფხულში „ატლეტიკომ’’ ფელიქსი 126 მილიონ ევროდ „ბენფიკადან’’ შეიძინა, თუმცა პორტუგალიელმა ესპანურ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, მოლოდინი ვერ გაამართლა. გასულ სეზონში იჯარით „ჩელსიში’’ ითამაშა, ახლა კი ასევე იჯარით „ბარსაში’’ გამოდის.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორ მატჩში 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები