გიორგი მიქაუტაძე, ენდი ვან დერ მეიდე
Aa
Aa

„სირცხვილია, ეს ფეხბურთელი რომ მოიყვანეს“ - ვან დერ მეიდემ მიქაუტაძე გააკრიტიკა

„აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ენდი ვან დერ მეიდემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ვან დერ მეიდემ „აიაქსისა“ და „ალკმაარის“ მატჩის ერთ-ერთ მომენტზე გაამახვილა ყურადღება და ქართველი შემტევი გააკრიტიკა. შეხვედრის 54-ე წუთზე, მიქაუტაძემ ბურთი დაკარგა და მის დასაბრუნებლად და დაცვის დასახმარებლად დიდი ძალისხმევა არ გაუღია, რაც ვან დერ მეიდეს ძალიან არ მოეწონა.

„სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ გუნდისთვის თამაშობ... შეხედეთ, ბურთის დაკარგვის შემდეგ, მშვიდად მიდის და ალბათ, ამბობს: „ბიჭებო, თქვენ გააკეთეთ, რადგან მე არ შემიძლია“. დაუჯერებელია! სირცხვილია, აიაქსმა ეს ფეხბურთელი რომ მოიყვანა“.

ცნობისთვის, „ალკმაართან“ მატჩის შემდეგ, მიქაუტაძე ყოფილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, კეს კვაკმანმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ქართველ შემტევს „აიაქსის“ მაისურით საერთოდ არაფერი უჩვენებია და სერიოზული პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ „ალკმაართან“ 1:2 დამარცხდა. მორის სტეინმა გიორგი პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, ტრავმირებული თანაგუნდელის, ვან აკსელ დონგენის ნაცვლად შეიყვანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თავდაპირველად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე იყო, შემდეგ საპირისპირო ფლანგზე გადავიდა, ბოლოს კი ბრაიან ბრობისთან ერთად ორფორვარდიან სქემაში მოქმედებდა. Sofascore-მა მიქაუტაძეს 6.3 დაუწერა, რაც „აიაქსში'' ყველაზე დაბალი შეფასებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია ა-ს ტურის სიმბოლური - ჟირუ საუკეთესო მეკარედ დასახელდა
სერია ა-ს ტურის სიმბოლური - ჟირუ საუკეთესო მეკარედ დასახელდა