ედენ აზარი
Aa
Aa

აზარის ძმა: ედენი მადრიდშია და ცხოვრებით ტკბება, მის ადგილას კარიერას დავასრულებდი

ედენ აზარის ძმამ კილიანმა ისაუბრა, თუ რას აკეთებს მადრიდის „რეალის ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად.

„ამჟამად ის არანაირ ზომებს არ იღებს, მაგრამ მისი კარიერის შესახებ რა მოხდება არ ვიცი. თუ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას თავად გამოაცხადებს.

ედენი ამჟამად მადრიდშია, რადგან მისი შვილები სკოლაში დადიან და მას არ სურს ბავშვების ცხოვრებაში არეულობა შეიტანოს. ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ და ვიცი, ყოველდღე რასაც აკეთებს, ცდილობს ცხოვრებით დატკბეს.

მას უყვარს ფეხბურთი, ის ყოველთვის იყო მისი მთავარი გატაცება და ამიტომ ედენმა ყველაფერი გაიღო ყველა გუნდში, რომელშიც თამაშობდა. მან მაქსიმუმი გააკეთა, რაც შეეძლო და ტიტულები ყველგან მოიგო, მათ შორის მადრიდის რეალში.

მის ადგილზე რომ ვიყო, პენსიაზე გავიდოდი და ფეხბურთს დავემშვიდობებოდი. ამხელა კარიერის შემდეგ, როგორიც მას აქვს, ვფიქრობ, რომ ედენი ოჯახთან ერთად დროის გატარებას იმსახურებს“,

- განაცხადა კილიან აზარმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკის რეკორდიც დაამხო | ბუნდესლიგაში გირასის საოცარი სვლა გრძელდება
ლევანდოვსკის რეკორდიც დაამხო | ბუნდესლიგაში გირასის საოცარი სვლა გრძელდება