უორენ გეთლანდი
Aa
Aa

“ეს არ იყო ლამაზი გამარჯვება“ - უელსის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე

 საქართველოს ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ბორჯღალოსნები“ უელსს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ 19:43 დამარცხდნენ.

მატჩს დასრულების შემდეგ, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლანდმა კომენტარი გააკეთა.

გეთლანდი:

„ეს არ იყო ლამაზი გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოდ არ გვითამაშია, საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. ახლა კონცენტრაციას შემდეგ მატჩზე გავაკეთებთ. ახლა მეოთხედფინალში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

ვფიქრობ, ეს შედეგი მოთამაშეების და სამწვრთნელო შტაბის დაუღალავი შრომის შედეგია. შეგვიძლია გაცილებით უკეთესი გუნდი ვიყოთ.

2019 წლის შემდეგ, ქართული რაგბი განვითარების პროცესშია. მათმა ფეხით თამაშმა პრობლემები შეგვიქმნა. მათი მოკლე ფრთაზე დადებული ლელო ძალიან ლამაზი იყო. რეალურად, ქართველები არასდროს ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან. ეს ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა.“

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებმა“ 4 მატჩიდან 3 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. მარცხი უელსთან, ფიჯისთან და ავსტრალიასთან, ხოლო ფრე პორტუგალიასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უელსური მედია: “რევანში სამარცხვინო მარცხისთვის“
უელსური მედია: “რევანში სამარცხვინო მარცხისთვის“