შალვა გურეშიძე
Aa
Aa

თურქი დამარცხებულია - გურეშიძის ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე (U21)

ძიუდოში, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ. წონით კატეგორიიის ფინალში შალვა გურეშიძემ თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ფინალამდე განვლილ გზაზე გურეშიძემ გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაური, თურქი მუნირ ერთუქსი და კვიპროსელი იანის ანტონიოსი დაამარცხა.

2022 წელს შალვა გურეშიძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტურნირზე შედეგი მაქსიმალურად გააუმჯობესა.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე წელს 20 წლის შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი და ევროპის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები