ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: უსამართლოა, 1:4 ზედმეტად სასტიკი ანგარიშია

ჩემპიონთა ლიგაზე „სიკვდილის ჯგუფად“ მონათლული ოთხეული ნელ-ნელა სახელს ამართლებს.

„ნიუკასლმა“ ბევრისთვის მოულოდნელად საკუთარ მოედანზე პსჟ 4:1 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ დაფიქსირებულ სხვაობას უსამართლო უწოდა.

„მსგავსი მატჩები მწვრთნელებისთვის რთულია. ვფიქრობ, თამაში ძალიან კარგი განწყობით დავიწყეთ, ნიუკასლის პრესინგს ვუმკლავდებოდით, დემბელეს გატანის შანსიც მიეცა. გულწრფელად ვფიქრობ, რომ დაფიქსირებული ანგარიში უსამართლოა.

ნიუკასლს მინდა მივულოცო, რადგან მათ ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ 1:4 ზედმეტად სასტიკი ანგარიშია. რთული ჯგუფია და ჩვენი მიზანი 1/8-ში გასვლაა. წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

რატომ არ გადავაწყვე მეორე ტაიმში ტაქტიკა და კვლავ 4-4-2 დავტოვე? იმიტომ, რომ ვფიქრობდი ასე უკეთესი იქნებოდა. ახლაც იმავე აზრზე ვარ“.

- განაცხადა ენრიკემ.

მომდევნო ტურში პარიზელები 25 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის მაგარი მატჩი - უოტფორდი მაინც დამარცხდა
ჩაკვეტაძის მაგარი მატჩი - უოტფორდი მაინც დამარცხდა