გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, მურსია
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა - ტენერიფე ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „მურსიას“ ესტუმრა და 68:80 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ვეტერანმა ქართველმა პარკეტზე 21 წუთი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 8 ქულას, 4 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. „ტენერიფეს“ მხრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ქუკი გამოირჩა, რომელმაც არასრულ 28 წუთში 14 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ „ტენერიფე“ ზედიზედ მესამეჯერ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
World Rugby: “საქართველოს დამარცხებით ფიჯი მეოთხედფინალს მიუახლოვდა“
World Rugby: “საქართველოს დამარცხებით ფიჯი მეოთხედფინალს მიუახლოვდა“