პროტესტი უეფა-ს გადაწყვეტილებას - დანია და შვედეთი რუსეთთან არ ითამაშებენ
Aa
Aa

პროტესტი უეფა-ს გადაწყვეტილებას - დანია და შვედეთი რუსეთთან არ ითამაშებენ

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა რუსეთის 17-წლამდე მამაკაცთა და ქალთა ნაკრებებს შეზღუდვებს უხსნის და მათი გასამართი ეგიდით მატჩებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან სულ მალე, ინგლისმა რუსეთთან თამაშზე უარი განაცხადა. ბრიტანელებს დღეს პოლონეთი და ლატვიაც შეუერთდნენ და ოკუპანტ ქვეყანასთან თამაშს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ამ ღირსეულ გადაწყვეტილებას, დანიის და შვედეთის ნაკრებებიც იზიარებენ. ორივე ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლები გამოვიდნენ და ღიად განაცხადეს, რომ ამ ყველაფერზე უარს ამბობენ. მათთვის უეფა-ს გადაწყვეტილება მიუღებელია.

ცნობისთვის, ფეხბურთის მმართველი ორგანო თვლის, რომ 17-წლამდე ნაკრებში ბავშვები თამაშობენ და ბავშვებს უფროსების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი არ უნდა მოსთხოვონ.

ეს გადაწყვეტილება უეფა-მ ოფიციალურად მოითხოვა და ჯერჯერობით განხილვას არ ექვემდებარება, თუმცა არის შანსი, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ქვეყანა იტყვის რუსეთთან თამაშზე უარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასული სეზონის ლოჩოშვილის შორეული ნათესავია“ | იტალიური გამოცემა ლუკაზე
„გასული სეზონის ლოჩოშვილის შორეული ნათესავია“ | იტალიური გამოცემა ლუკაზე