ლევან ჩოხელი
Aa
Aa

ბრუტალური ნოკაუტი დაუფასდა | ჩოხელი Bellator-ის ტოპ 10-შია

MMA-ის ქართველ მებრძოლს, ლევან ჩოხელს Bellator 299-ის ეგიდით მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება დაუფასდა და ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში შევიდა. ჩოხელმა საბაჰ ჰომასი შთამბეჭდავი ნოკაუტით დაამარცხა და მე-10 ადგილზე აღზევდა.

ჩოხელს კარიერაში 13 მოგება და 2 მარცხი აქვს. მან Bellator-ის ეგიდით, ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და ამ ორგანიზაციაში გადასვლის შემდეგ, მეტოქე პირველად დააფინიშა. მის ნოკაუტს MMA-ის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცნობილი ვებგვერდის, MMA Fighting-ის მიხედვით, ჩოხელის ფინიში წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტია.

ჩოხელის ყოფილ მეტოქეს რაც შეეხება, ჰომასი გამოცდილი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში 17 გამარჯვება და 12 წაგება აქვს. მან ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და ბოლო 6 ბრძოლაში მეოთხედ წააგო. გეტყვით იმასაც, რომ ჩოხელს Bellator-ში ორი მარცხი აქვს. სადებიუტო ბრძოლა კაილ კრატჩმერთან დათმო, ხოლო გოიტი იამაუჩისთან მტკივნეული ილეთით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლისთან დაკავშირებული ფოტოები წაშალა | ოსიმენმა შესაძლოა კლუბს უჩივლოს
ნაპოლისთან დაკავშირებული ფოტოები წაშალა | ოსიმენმა შესაძლოა კლუბს უჩივლოს