დარტყმები და გოლები - ვინ არის პროცენტულად ყველაზე შედეგიანი?
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დასრულდა. გაირკვა, თუ ვინ ითამაშებს რუსეთში პირდაპირ და ვის მოუწევს პლეი-ოფის გადალახვა.
საკვალიფიკაციო ეტაპთან დაკავშირებით, InStat-ი საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს. ვინ იყო, ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი? ვინ შექმნა ყველაზე მეტი მომენტი?
პირველი პოზიცია პოლონეთის ნაკრების ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა - 33 დარტყმიდან 48.5% გოლად იქცა.
მეორე ადგილზე ბელგიელი რომელუ ლუკაკუა - 29 დარტყმა და 37.9% გოლი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ სხვებთან შედარებით მოედანზე ყველაზე ცოტა დრო გაატარა, რაც მის შედეგს კიდევ უფრო დასაფასებელს ხდის.
აქვე გეტყვით, რომ "ბაიერნის" ფორვარდი, უელსელ სემ ვოუკსთან ერთად გახდა საუკეთესო შემტევი, რომელმაც ყველაზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.