რამირესი იტალიაში?
ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რამირესმა, რომელიც ამჟამად ჩინურ „ძიანსუ სუნინში“ ასპარეზობს, იტალიის სერია ა-ში თამაში არ გამორიცხა.
„იტალიაში სიამოვნებით ვითამაშებდი, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული არაფრის თქმა არ შემიძლია.
თუკი შემოთავაზება იქნება, აგენტთან და ოჯახთან ერთად გადავწყვეტ, სად იქნება ჩემი კარიერის გაგრძელება უკეთესი“.
რამირესი „ძიანსუ სუნინში“ გასულ წელს „ჩელსიდან“ გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში მისი ხელფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა.