ბაქოს გრანდ სლემი: თუშიშვილი და სულამანიძე ფინალში არიან
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დასკვნითი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ილია სულამანიძის, სადაც გელა ზაალიშვილისა დ აგურამ თუშიშვილის (100+კგ) წარმატებული გამოსვლები ვიხილეთ.
ქართული ფინალის მოლოდინი იყო, თუმცა ასე არ გამოვიდა და ოქროს მედლისთვის მხოლოდ გურამ თუშიშვილი იბრძოლებს, რომელმაც ნახევარფინალში ყაზახი კახბიბაევი იპონით დაამარცხა.
თუშიშვილი ფინალში ზაალიშვილის მძლეველ და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ინალ ტასოევს შეხვდება, რომელიც ნეიტრალური დროშით ასპარეზობს.
100 კგ. კატეგორიაში ილია სულამანიძემ ნახევარფინალში ფრანგი აურელინ დისე დაამარცა და ფინალში აზერბაიჯანელ კოცოევსა და ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კანიკოვსკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება ზაალიშვილს, ის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს და მისი მეტოქე ტამერლან ბაშაევი იქნება.
დღეს იასპარეზეს და სამწუხაროდ უმედლოდ დარჩნენ - სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილი (100კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ).