ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

გრან სლემი - ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი სპორტსმენი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს კოსოვოელ ნორა ჯაკოვას დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

ფინალამდე ლიპარტელიანმა 4 მეტოქეს ბრაზილიელ ჯესიკა ლიმას, ფრანგ ქლოე დევიქტორს, პორტუგალიელ ტელმა მონტეიროსა და ძიუდოს ასოციაციის დროშის ქვეშ მოასპარეზე რუს დარია კურბონმამადოვას აჯობა.

დღესვე ბრინჯაოს მოპოვების შანსი ლუხუმ ჩხვიმიანს ჰქონდა, მაგრამ ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლაში ფრან რომენ ლადიერ პიკართან დამარცხდა.

ხვალ აზერბაიჯანულ ტატამიზე 4 ქართველი იასპარეზებს. საქართველოს სახელით მედლების მოპოვებას გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ზაურ დვალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები