ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

“ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ“ - ტენ ჰაგი ბაიერნთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბაიერნს“ ესტუმრება. მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტენ ჰაგმა?

„მაგუაერს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ვარჯიში დაასრულა, მაგრამ მიუნხენში გამგზავრება ვერ მოახერხა. ბევრი ტრავმირებული გვყავს და ვცდილობთ ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიოთ. სამწუხაროდ, მნიშვნელოვან დროს ყოველთვის გვაკლდნენ ფეხბურთელები.

ვფიქრობ, „ბაიერნს“ კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. მათ წინააღმდეგ 1 წამითაც კი არ უნდა მოადუნო ყურადღება. „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებით კარგად ვიცნობთ. არ ვფიქრობ, რომ დასვენება გვჭირდება. მიმდინარე სეზონში, მაღალ დონეზეც ვითამაშეთ და ასევე იმაზე ცუდად, ვიდრე გვეკადრებოდა.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება 20 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გარსიას ძლიერი გუნდი ჰყავს“ - არტურ ხორხე ნაპოლისთან მატჩამდე
“გარსიას ძლიერი გუნდი ჰყავს“ - არტურ ხორხე ნაპოლისთან მატჩამდე