მოკრივეების 9 მედალი საერთაშორისო ტურნირიდან
საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოკრივეებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ნიკოლოზ ბეგაძე, ლაშა გაგნიძე, ლუკა კუბლაშვილი და ლუკა ნიქაბაძე გახდნენ.
საპრიზო მეორე ადგილი გიორგი საჯაიამ, საბა კვინიკაძემ, ჯუმკა ჯაიანმა და ირაკლი ჯანელიძემ დაიკავა,
გიორგი ჟორჟოლიანმა კი ბრინჯაოს მედალი მოიგო. შეჯიბრება 11-დან 18 სექტემბრამდე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარეობდა.