გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

სიგუა ტრავმირებულია - სავარაუდოდ, ივერდონთან დაბრუნდება

შვეიცარიის თასის მეორე ეტაპზე „ბაზელმა“ სტუმრად „ბოსპორუსი“ დიდი ანგარიშით, 8:0 დაამარცხა. ტიმო შულცის გუნდში გაბრიელ სიგუას მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია, 18 წლის ნახევარმცველმა ტრავმა სანაკრებო პაუზისას, 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე მიიღო. მას ბარძაყის მომზიდველი კუნთი აწუხებს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რამაზ სვანაძის გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა, სიგუამ გიბრალტართან სასტარტოში ითამაშა, 45-ე წუთზე შეცვალეს, მოლდოვასთან განაცხადში არ ყოფილა. სავარაუდოდ, ქართველი ლეგიონერი მინდორს შემდეგ შეხვედრაში დაუბრუნდება, სუპერ ლიგის მე-7 ტურში „ბაზელი“ „ივერდონს“ ესტუმრება (24 სექტემბერი, 16:15).

გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, მე-6 ტურში „ციურიხს“ 95-ე წუთზე შეუგდო და „ბაზელი“ მარცხისგან იხსნა - 2:2. ასევე, გაბრიელმა შვეიცარიის თასის პირველ ეტაპზე ითამაშა და საგოლე პასი შეასრულა.

სიგუა თბილისის „დინამოდან“ შვეიცარიულ „ბაზელში“ გასულ ზაფხულში გადავიდა. 18 წლის ტალანტმა „ბაზელთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, შვეიცარიულ გუნდში 2028 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები