რაფაელ ნადალი
Aa
Aa

კარგი ამბავი - შესაძლოა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდეს

დღევანდელ დღემდე უცნობი იყო, თუ როდის დაბრუნდებოდა რაფაელ ნადალი. მიმდინარე წელს, „მატადორმა“ განაცხადა, რომ სულ მალე კარიერას დაასრულებს, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

დღეს კი მისმა ბიძამ და ყოფილმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ტონი ნადალი:

„რაფას პრობლემები დასასრულს უახლოვდება. ის წესრიგშია და აღდგენით პროცესს გადის. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ნადალი 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდება.“

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა სწორედ მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო. 37 წლის ჩოგბურთელმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც დღემდე ვერ ახერხებს თამაშს.

ნადალმა ავსტრალიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ტურნირი გამოტოვა. იწერებოდა, რომ რაფა თიხის მასტერსებზე დაბრუნდებოდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა და ის ვერც მის საყვარელ „როლან გაროსზე“ დაბრუნდა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნადალი ATP რეიტინგში 239-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უდიდესი წარმატება 4 წელიწადში“ | Daily Mail-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე
„უდიდესი წარმატება 4 წელიწადში“ | Daily Mail-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე