ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ახალი მონსტრი არსად წასულა“ | Corriere dello Sport-ის სტატია ხვიჩაზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. Corriere dello Sport-ი „კვარას“ უწოდებს მონსტრს, რომელიც ჰიბერნაციაში იმყოფება, მაგრამ არსად წასულა.

„2022 წლის 15 აგვისტოს სიცხიან დღეს, ძალიან შორიდან, ვიღაცისთვის შეიძლება, სხვა სამყაროდან მოსული ბიჭი კარნეადედ (ძველბერძენი ფილოსოფოსი) წარადგინეს, მან კი მოსეს (ებრაელი წინასწარმეტყველი და კანონმდებელი, იუდაიზმის ჩამოყალიბების ფუძემდებელი, სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, ისრაელის ტომების გამაერთიანებელი, ებრაელთა მხსნელი ეგვიპტის უღლისგან) სტატუსი მოიპოვა. ახალ სამყაროში გამართული პირველი მატჩის 55-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც გოლი გაიტანა, პიოტრ ზელინსკი შეამჩნია და ბენტაგოდის (ვერონას სტადიონი) კარი გაუღო. მან ვერონას დაცვა ისე გაჭრა, თითქოს იტალია ზღვა ყოფილიყო, რომლის გაყოფაც და ეჭვების გაქარწყლება აუცილებლობას წარმოადგენდა.

7 დღეში, ხვიჩას დონე უეჭველ ფაქტად იქცა. მონცას წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელსაც დიეგო მარადონამ უმასპინძლა და მისკენ მთელი ქალაქის ყურადღება იყო მიპყრობილი, იგი მინდორზე გავიდა, რათა ლორენცო ინსინიეს მოჩვენება განედევნა და 34-ე წუთზე, თავი tiraggiro-თი (მარჯვენა ფეხით განხორციელებული ჩახვეული დარტყმა, ინსინიეს სახასიათო ნიშანი) გამოიჩინა. კვარა ამაზე არ გაჩერებულა. სამი მეტოქე ცრუმოძრაობებით დააწვინა და უზუსტესი დარტყმით დუბლი გაიფორმა.

ნაპოლის ეს ახალი მონსტრი არსად წასულა და ისევ აქაა. ალბათ, ცოტა ჰიბერნაციას მიეცა, მაგრამ საკუთარი თავი არ დაუკარგავს და ისევ ხვიჩა კვარაცხელიაა. სადებიუტო სეზონში გაფორმებული 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემა საკმარისი აღმოჩნდა, რათა ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის მოხვედრილიყო და მისი ტალანტით გაოცებულებს სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაგვესახელებინა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 22 წლის ფეხბურთელი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და ნორვეგიასთან მატჩისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რას შეცვლის საზონოვი ტორინოს დაცვაში“ - ტურინული სააგენტოს სტატია საბაზე
„რას შეცვლის საზონოვი ტორინოს დაცვაში“ - ტურინული სააგენტოს სტატია საბაზე