ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ტი ჯეი ბრაუნი
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლი: „თუ ვინმეს ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია, ეს ილიაა“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ტი ჯეი ბრაუნმა, რომელიც ილია თოფურიას ყოფილი მეტოქის, ბრაის მიტჩელის თანაგუნდელი გახლავთ, „ელ მატადორზე“ ისაუბრა. ბრაუნმა ქართველი მებრძოლი შეაქო და განაცხადა, რომ მას მოქმედი ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია.

„როცა ბრაის მიტჩელი საუკეთესო ფორმაშია, შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონი იყოს. ამის მართლა მჯერა და ბრაისის ბოლო ბრძოლაში მისი საუკეთესო ვერსია ნამდვილად არ გვინახავს. თოფურიასა და მიტჩელის ჩხუბი ჩემთვის რთული სანახავი იყო, რადგან ვიცი, რომ ბრაისს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე გვაჩვენა, მაგრამ ილიას არაფერს ვუკარგავ. ის ნამდვილი ცხოველია.

თოფურიას შეუძლია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხოს. თუ ვინმეა, ვისაც ვოლკის დამარცხება შეუძლია, ეს ილიაა. გეუბნებით, თოფურია ძალიან მაგარი ბიჭია და ჩემი აზრით, მომდევნო ჩემპიონი სწორედ ის იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკიმ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ სურს, მისი მომდევნო მეტოქე „ელ მატადორი“ იყოს. ალექსი ილიას დამარცხებას აპირებს და შემდეგ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან რემატჩის გამართავს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„1:7 იმიტომ არ მოგვიგია, რომ მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო“ - დე ლა ფუენტემ საქართველოზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
„1:7 იმიტომ არ მოგვიგია, რომ მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო“ - დე ლა ფუენტემ საქართველოზე კიდევ ერთხელ ისაუბრა