კახი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, რევაზ დავითაძე
Aa
Aa

„მიზანმიმართული საბოტაჟი!“ - ძალოსნობის ფედერაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის Facebook-გვერდზე ოფიციალური განცხადება ვრცელდება, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატზე კახი ასანიძის განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზებია განმარტებული.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ქართველ ძალოსანს საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს (ITA) ვერსიით, ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა, თუმცა, ძალოსნობის ფედერაციაში ამ ფაქტს მიზანმიმართულ საბოტაჟს უწოდებენ.

რა წერია განცხადებაში:

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო არასასურველი ანალიტიკური შედეგის შესახებ ინფორმაცია ("ITA") საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს მიერ ეროვნული ნაკრების წევრის კახი ასანიძის სინჯზე.

აღსანიშნავია, რომ ოსტარინის დოზა არის პიქტოგრამებში (მინიმალური). მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური ნივთიერების დაფიქსირება მოხდა "ITA" და "GADA" მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების სინჯებშიც, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს მიზანმიმართული საბოტაჟის განხორციელებაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სპორტსმენები აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ შემოწმდნენ "ITA" და "GADA"-ს მიერ და სინჯების პასუხი იყო უარყოფითი.

ძალოსნობის ფედერაციამ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, დაუყოვნებელი რეაგირებით მიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, პარლამენტის სპორტის კომიტეტსა და GADA-ს. სპორტის მმართველი ორგანოების მიერ საქმე გადაცემულია პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისათვის.

სპორტსმენი კახი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია აწარმოებენ შესაბამის პროცედურებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა შესაბამის უწყებასთან. გარკვეულმა სამართლებრივმა პროცედურებმა შედეგი გამოიღო CAS-ში საქმის წარმოების დაწყებაზე, კახი ასანიძისათვის დროებითი სასჯელის (provisional suspension) სტატუსის გადახედვის თაობაზე.

ძალოსნობის ფედერაცია დარწმუნებულია თავისი სპორტსმენების უდანაშაულობაში.

გვესმის, რომ აღნიშნული საკითხისადმი საერთაშორისო ინტერესი დიდია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დასრულებამდე და საბოლოო ვერდიქტამდე დამატებითი კომენტარებისგან თავს ვიკავებთ.

ჩვენი ფედერაციის პოლიტიკა, წლების განმავლობაში არის სპორტში სისუფთავე და სამართლიანობა. სწორედ ამიტომ ამჟამადაც ვიბრძვით თამაშის წესების დაცვით "FAIR PLAY" და გავაგრძელებთ იგივეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების რეგრესი - მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა
საქართველოს ნაკრების რეგრესი - მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა