საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„1:7 იმიტომ არ მოგვიგია, რომ მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო“ - დე ლა ფუენტემ საქართველოზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

კვიპროსის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან მოპოვებულ გამარჯვებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი სხვაობით მოგება მისი მოტივაციის დამსახურებაა.

რა თქვა დე ლა ფუენტემ:

საქართველოსთან 1:7 იმიტომ არ მოგვიგია, რომ მეტოქე ჩვენზე სუსტი გუნდი იყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ გუნდმა პირველიდან 90-ე წუთამდე არ შეწყვიტა მაღალი ენთუზიაზმით თამაში. ყველა ეპიზოდში ბოლომდე ვიბრძოდით და სწორედ ასეთი დამოკიდებულება მინდა ყველა თამაშში. როცა მოედანზე ასეთი მოტივაციით და შემართებით გადიხარ, შედეგიც ავტომატურად მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემები წარმოიქმნება. ფეხბურთში ხშირია შემთხვევები, როდესაც გუნდი მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას, მაგრამ შეხვედრას მაინც აგებს. ამის გამო, არაფერს ვთმობთ და იმედი მაქვს კვიპროსთანაც ასეთი შემართება იქნება. ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა კიდევ ერთი ფინალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით, 1:7 წააგო. ხვალ, თბილისის დროით 22:45 ესპანეთი კვიპროსს ესტუმრება, საქართველოს ნაკრები კი ოსლოში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრაა“ | სოლბაკენი და ოდეგორი საქართველოსთან მატჩზე
„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრაა“ | სოლბაკენი და ოდეგორი საქართველოსთან მატჩზე