მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, პარი სენ ჟერმენი, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

თუ გარემოება შეიცვლება - რეალის სათადარიგო გეგმა ალვარესია

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნე კვლავ კილიან მბაპეა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბლანკოსს“ არ შეუერთდა, არის ალბათობა, რომ მომავალ სეზონში, კილიანი „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ამის პარალელურად, გამოცემა TycSport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ მადრიდული გრანდის სათადარიგოთა გეგმა ხულიან ალვარესია, რომელმაც მუნდიალზე გაიბრწყინა და „მანჩესტერ სიტიშიც“ შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.

წყაროს ცნობით, ეს ყვლაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს მბაპე. თუ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი კონტრატქს გაახანგრძლივებს, ავტომატურად ყველაფერი დასრულდება და „რეალი“ არგენტინელზე გადაერთვება.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ მბაპეს პოზიცია მალე გაირკვეს. „სამეფო კლუბი“ ითხოვს, რომ ფრანგმა ვარსკვლავმა გადაწყვეტილება მალე მიიღოს და ზაფხულამდე არ გაწელოს.

თუ კილიანი ხელშეკრულებას მალე გაახანგრძლივებს, ასეთ შემთხვევაში „რეალი“ ხულიან ალვარესს იანვარში შეიძენს.

ტრანსფერის რეალურობას ისიც განაპირობებს, რომ „სიტის“ მთავარი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდია და ალვარესს იმდენი სათამაშო დრო არ ეძლევა, რამდენიც რეალურად მას სჭირდება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა არგენტინელი თავდამსხმელი „რეალში“ გადასვლას მარტივად დათანხმდეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებისთვის პრიორიტეტია
BILD: ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებისთვის პრიორიტეტია