ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მოლაპარაკება შეწყდა - ოსიმენის კონტრაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ არის

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. მეტიც, ნიგერიელი თავდამსხმელი „ნაპოლის“ დატოვებასთან ახლოს იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, CalcioNapoli განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი დღევანდელ დღემდე აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.

გამოცემა წერს, რომ მხარეები ჩიხში შევიდნენ და მოლაპარაკება შეჩერდა. ამის პარალელურად, ეს ყველაფერი აურელიო დე ლაურენტისს არ მოსწონს, რადგან არის საშიშროება, რომ ვიქტორმა სხვა გუნდთან აწარმოოს მოლაპარაკება და „პარტენოპეიდან“ წასვლა გადაწყვიტოს.

CalcioNapoli-ს ცნობით, შეთანხმება კვლავ ანაზღაურებაზე ვერ ხერხდება. მსგავსი პრობლემა გაჩნდა ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაშიც, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს შორის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებისთვის პრიორიტეტია
BILD: ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებისთვის პრიორიტეტია