გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

MARCA: მამარდაშვილს აქვს უნარი, რომ ეს გასაჭირიც გადალახოს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca, ესპანეთთან 1:7 მარცხის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას ავრცელებს და ქართველი მეკარის ძლიერ ხასიათს უსვამს ხაზს.

„სპორტსმენს დარტყმა უფრო ძლიერს ხდის და მამარდაშვილმა 22 წლის ასაკში დარტყმები ინტენსიურად მიიღო. ესპანეთთან 1:7 ერთ-ერთი მათგანია, რომელიც თავის კვალს ტოვებს. და ეს ყველაფერი ზრდას უნდა ემსახურებოდეს. ის, რომ გუნდი მეკარეს თამაშში 7 გოლის გაშვების საშუალებას აძლევს, ეს შეუმჩნეველი არ რჩება. გიორგი ამ მარცხს ცუდი სასმელის მსგავსად თავის პროფესიონალურ კარიერაში არასდროს დაივიწყებს.

ყველაზე უარესი რაც მას აქამდე შეემთხვა, ერთ მატჩში 4 გოლის გაშვება იყო. კერძოდ, ეს მას თავისი კარიერის მანძილზე ხუთჯერ მოუვიდა - რუსთავში, თბილისის ლოკომოტივსა და ვალენსიაში. მაგრამ შვილი გოლი არის ტვირთი, რომლის მონელებაც მას მოუწევს. ესპანელი ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები დონიდან გამომდინარე ის ვერაფერს ახერხებდა. რომ არა მამარდაშვილი, შედეგი ტაბლოზე გაცილებით დიდი იქნებოდა.

ქართველი მეკარე სულ რაღაც ორ კვირაში 23 წლის გახდება, მაგრამ თუ არის ერთი რამ, რაც მას ახასიათებს, არის ის, რომ მას აქვს ასეთი ექსტრემალური სიტუაციების მონელების უნარი.

მან 22 წლის ასაკში უკვე აჩვენა სიმწიფის დონე. ისეთი ზეწოლის ქვეშ ყოფნა მოუხდა, როგორიც ამ ასაკში იშვიათია. მის ხანმოკლე კარიერაში მან უკვე უმაღლესი დონის მატჩები დააგროვა.

21 წლის ასაკში მან 2021/22 წლების სეზონში კოპა დელ რეის ფინალი წააგო და პენალტების სერიის გადატანა მოუხდა. მან ხუთიდან ვერცერთი დარტყმულის მოგერიება ვერ შეძლო. მას წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ პენალტი მოეგერიებინა. და ეს მოხდა ზუსტად საქართველო ესპანეთის მატჩის წინ.

ქართველი მეკარისთვის კიდევ ერთი დელიკატური მომენტი ეს ზაფხული იყო. მან აშკარად დაადასტურა, რომ ვალენსიადან წასვლა სურდა. კლუბი ღიაა გაყიდოს ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც გამოირჩევა ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით და მიზანი მამარდაშვილის გაყიდვა იყო. ის დარწმუნებული გახლდათ, რომ ვალენსიაში არ დაბრუნდებოდა. მაგრამ ბაზარი იმდენად გართულდა, მას დაბრუნება მოუწია“.

- წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს (22:45) ნორვეგიაში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„KO 7:1: კვარაცხელია, იმ საქართველოს სიმბოლო, რომელიც იმპულსს კარგავს“
„KO 7:1: კვარაცხელია, იმ საქართველოს სიმბოლო, რომელიც იმპულსს კარგავს“