ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„KO 7:1: კვარაცხელია, იმ საქართველოს სიმბოლო, რომელიც იმპულსს კარგავს“

ცნობილი სპორტული გამოცემა Goal-ი  ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრების შესახებ წერს.

გამოცემა საქართველო ესპანეთის მატჩს გამოეხმაურა და ხვიჩას მშრალ სერიასაც შეეხო:

„ფორმიდან ამოვარდა სერია A-ს გასული სეზონის მეორე წრეში, იმედგაცრუება ნაკრებშიც. კვარა სიტუაციას ვერ აბრუნებს და საქართველოს ნაკრები კატასტროფულად ეცემა.

ხვიჩა გასული სეზონის პირველ ნახევარში აღმაფრთოვანებელი იყო, ეს უდავოა, თუმცა მეორე წრიდან ოპონენტებმა მისი შესწავლა დაიწყეს, მისი სვლების გამოცნობა ისწავლეს, წესების დაცვით, თუ დარღვევის ხარჯზე.

გასული სეზონიდან დღემდე კვარამ სერია A-ს 13 შეხვედრაში მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კვარა მისი თაობის და ნაკრების უდავო ლიდერია, თუმცა ამჟამად საქართველოს ხვიჩას გარდა მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მამარდაშვილი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდელების კლასი უდავოა, თუ კვარა მათ არ გაუძღვება და არ დაანახებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, გუნდი ვერ იმუშავებს. თუ ხვიჩას გოლები არ გააქვს, საქართველოს უზომოდ უჭირს. ბოლო 4 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 4 გოლი გაიტანა და 11 გაუშვა, მათ ტემპი სახიფათოდ შეანელეს.

საქართველოს შეუძლია ევროპაში ნებისმიერ ნაკრებს თანასწორად ეთამაშოს, მაგრამ ესპანეთთან ისინი უფრო ზედაპირულები ჩანდნენ, დაცვაში ძირითადად სუსტად მოქმედებდნენ და შეტევაში მწირი იდეები ჰქონდათ.

ესპანეთთან დამარცხებული საქართველო ახლა ოსლოში გაემგზავრება, რათა ჰოლანდის ნორვეგიას დაუპირისპირდეს.

საქართველოს გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე მათი ვარსკვლავების თამაშის გარეშე გასვლა ძალიან გაუჭირდება. რა სჭირდება კვარას? ნაპერწკალი, რომელიც მას გამოაფხიზლებს და ისევ ისეთს გახდის, როგორიც იყო. ის, ვინც ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ადგილი მოიპოვა, თავისი ერი და არა მხოლოდ ნაკრები, ევროპისა და მსოფლიოს რუკებზე დააბრუნა.

ნორვეგია მისი პირველი შანსია, შემდეგ სერია A და ჩემპიონთა ლიგა მოდის. მას უფლება არ აქვს, რომ ტემპს მოუკლოს და იაროს - მხოლოდ უნდა იფრინოს“.

- წერს Goal-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ჟურნალისტი: “იმედია ხვიჩა გოლების გატანას მალე დაიწყებს“
იტალიელი ჟურნალისტი: “იმედია ხვიჩა გოლების გატანას მალე დაიწყებს“