ნოემბერში ბრუნდება - რომან დოლიძე UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს
35 წლის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე, ნოემბერში ოქტაგონს უბრუნდება და UFC 295-ზე გამოვა.
საშუალო წონითი კატეგორიის მე-7 ნომრის რომან დოლიძის მეტოქე ვეტერანი ამერიკელი დერეკ ბრანსონი იქნება.
39 წლის ბრანსონს დღემდე MMA-ში 32 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 23 მოიგო და 9 დათმო. ამერიკელი UFC-ში 2012 წლიდან ასპარეზობს და აღსანიშნავია, რომ მას გამარჯვება 2021 წლის შემდეგ არ მოუპოვებია. ბრანსონმა ბოლო 2 ბრძოლა ვადაზე ადრე დათმო.
რაც შეეხება დოლიძეს, MMA-ში მის ანგარიშზე 14 ბრძოლაა, რომელთაგან 12 მოიგო და 2 წააგო. UFC-ში კი 2020 წლიდან დღემდე 6 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. დოლიძემ ბოლო ორთაბრძოლა 2023 წლის მარტში მარვინ ვეტორისთან, ბევრისთვის უსამართლოდ მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო.
ბრანსონისა და დოლიძის ბრძოლა 11 ნოემბერს ნიუ იორკში „მედისონ სქვეარ გარდენში“ შედგება. ხსენებულ საღამოზე მთავარი ბრძოლა საშუალო წონის ჩემპიონის ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის დაპირისპირება იქნება.