ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურიას მწვრთნელი: „სულერთია მომდევნო მეტოქე ვინ იქნება, ილია ყველას გაანადგურებს“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა „ელ მატადორის“ მომავალზე და სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა. კლიმენტის თქმით, დიდი შანსია, თოფურია ოქტაგონზე წლის ბოლომდე ვიხილოთ და სულერთია, მისი მოწინააღმდეგე ვინ იქნება, რადგან ილია ნებისმიერს გაანადგურებს.

„ილია შესანიშნავი მებრძოლია და საკუთარ თავში დარწმუნებულია. თოფურია ვისაც არ უნდა ეჩხუბოს, იქნება ეს ალექსანდრ ვოლკანოვსკი თუ მაქს ჰოლოუეი, მჯერა, ძალიან მაგარ ბრძოლას ვიხილავთ. პირადად მე, მინდა, ილიას მომდევნო მეტოქე ვოლკი იყოს, რადგან ჩემპიონობის შანსი გვექნება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ორივე მათგანისთვის ერთნაირად მოვემზადებით. რა თქმა უნდა, ტაქტიკა განსხვავებული იქნება, მაგრამ მოსამზადებელი კემპი არ შეიცვლება. ყოველთვის საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებული და სულერთია, ილიას წინ ვინ იდგება, რადგან მასზე უკეთესს ვერავის იპოვით და ის ყველას გაანადგურებს.

ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი 3-ჯერ დაამარცხა და საუკეთესოა. სწორედ ამიტომ, მსურს, თოფურიამ მომდევნო ბრძოლა მასთან გამართოს. ვიცით, რომ ალექსზე უკეთესი ვართ და გვინდა, ეს მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ. ვიხილავთ თუ არა თოფურიას ოქტაგონზე წლის ბოლომდე? დიდი ალბათობით, კი. დადასტურებული არაფერია, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვინდა, წლის ბოლომდე ვიჩხუბოთ. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, დარწმუნებული ვარ, ილიას მალე იხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის იგივე მიზნები აქვს და სურს, 2023 წლის ბოლომდე იჩხუბოს. „ვოლკი“ აპირებს, ქამარი დაიცვას, შემდეგ კი ისლამ მახაჩევს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას მივცემდი ოქროს ბურთს თუ ოსიმენს? | კანავარომ თავისი რჩეული დაასახელა
„კვარას მივცემდი ოქროს ბურთს თუ ოსიმენს? | კანავარომ თავისი რჩეული დაასახელა