ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ალავესი
Aa
Aa

მამარდას გმირობა საკმარისი არ იყო - ვალენსია ალავესთან დამარცხდა

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ „ალავესს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და გიორგი მამარდაშვილი შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

საწყის წუთებზე, „ღამურების“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა მეკარემ მოიგერია, თუმცა შეხვედრის არბიტრმა გააუქმა და მეტოქეს ახლიდან შესრულების შესაძლებლობა მისცა. „მამარდამ“ კვლავ იდეალურად ითამაშა და გარსიას ზედიზედ მეორე პენალტი აუღო.

სამწუხაროდ, ამ მომენტიდან ზუსტად 1 წუთში „ვალენსიამ“ ავტოგოლი გაუშვა და „ალავესმა“ ამ ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ლა ლიგას მისი კარგი თამაში არ გამოეპარა.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ღამურებს“ 6 ქულა დარჩათ და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე დაქვეითდნენ. შეგახსენებთ, „ვალენსია“ შემდეგ ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი რეკორდი - ჰოლანდმა პრემიერ ლიგის ისტორია გადაწერა
ახალი რეკორდი - ჰოლანდმა პრემიერ ლიგის ისტორია გადაწერა