გიორგი ჩაკვეტაძე, ქოვენთრი, უოტფორდი
Aa
Aa

ფრე ქოვენთრისთან - ჩაკვეტაძე მეორე ტაიმში შევიდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „ქოვენთრის“ დაუპირისპირდა და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ანგარიში 35-ე წუთზე რაიოვიჩმა გახსნა, რასაც 41-ე წუთზე ვან ევიკმა უპასუხა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

52-ე წუთზე მატეუს მარტინსმა „უოტფორდი“ დააწინაურა. 57-ე წუთზე მოედანზე ჩაკვეტაძე გამოჩნდა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან ბევრს აქტიურობდა. 64-ე წუთზე ავტოგოლის შედეგად წონასწორობა აღსდგა.

79-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „უოტფორდი“ 3 ქულას ჩაიწერდა აქტივში, მაგრამ 87-ე წუთზე გოდენმა გაისროლა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:3 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „უოტფორდს“ 5 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, შემდეგ ტურში „ჩაკვეს“ გუნდი ბირმინგემს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შენგელია ისევ დაშავდა“ - ზუროსი ავსტრალიასთან მატჩის წინ
“შენგელია ისევ დაშავდა“ - ზუროსი ავსტრალიასთან მატჩის წინ