ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

„კრემონეზეს ქვაკუთხედია“ - ბალარდინიმ ლოჩოშვილი შეაქო

სერია B-ს მორიგ ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „ტერნანას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი მცველი კრემონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ლუკა ლოჩოშვილმა ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი შეფასება მიიღო და საგულისხმოა, რომ გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ბალარდინიმ მატჩის შესახებ ისაუბრა და ლოჩოშვილის თამაშიც შეაფასა.

რა თქვა ბალარდინიმ:

მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ფეხბურთელის გაძევებამდე უპირატესობას ვფლობდით, შემდეგ კი მატჩის სცენარი შეიცვალა. 10 კაცით ვთამაშობდით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შევძელით თავის დაცვა და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. კმაყოფილი ვარ ბიჭების თავდადებით. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. სწორედ ეს არის გუნდის სული.

რაც შეეხება ლოჩოშვილს, ის ჩვენი ძირითადი შემადგენლობის წევრია. სეზონის მიმდინარეობისას შესაძლოა ყველა თამაშში არ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ის „კრემონეზეს“ ქვაკუთხედია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს გუნდში ირიცხება.

„კრემონეზეს“ 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და იტალიის სერია B-ს სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდს მომდევნო შეხვედრა 3 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „სამპდორიას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისი ამ პირობით უკმაყოფილოა“ - Il Mattino მოლაპარაკების ახალ დეტალებზე
„დე ლაურენტისი ამ პირობით უკმაყოფილოა“ - Il Mattino მოლაპარაკების ახალ დეტალებზე