გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

UFC-ის რეიტინგი განახლდა | გიგა ჭიკაძე დაწინაურდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. „ნინძამ“ ალექს კასერესის წინააღმდეგ იჩხუბა და გამოცდილი მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 30-27, 30-27).

კასერესთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა. „ნინძა“ ტოპ 15-ში მე-9 პოზიციას იკავებდა, განახლების შემდეგ კი ერთი საფეხურით წინ წაიწია და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. ჭიკაძემ „კორეელი ზომბის“ ადგილი დაიკავა, რომელმაც კარიერა დაასრულა.

როგორც მოგეხსენებათ, კასერესთან გამარჯვების შემდეგ, „ნინძამ“ იაირ როდრიგესი გამოიწვია. „ელ პანთერა“ ტოპ 15-ში მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ მაქს ჰოლოუეის ჩამორჩება. ილია თოფურია კვლავინდებურად მეხუთეა, ბრაიან ორტეგა მესამე, არნოლდ ალენი - მეოთხე.

ცნობისთვის, გიგას კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 15 მოგება და 3 მარცხია. „ნინძა“ UFC-ში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და კელვინ კატართან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დროის ამბავია“ - ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა
„ეს დროის ამბავია“ - ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა