საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, კახა ჯინჭარაძე
Aa
Aa

„კონცენტრაცია დავკარგეთ და შეცდომებს გავაანალიზებთ“ - ჯინჭარაძე სლოვენიასთან მარცხზე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ლუკა დონჩიჩის სლოვენიასთან გამართა და სამწუხაროდ, 19 ქულის სხვაობით, 88:67 დამარცხდა.

ქულების მხრივ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა კახა ჯინჭარაძემ. ქართველმა კალათბურთელმა სლოვენიელებს 12 ქულა ჩაუგდო და ამასთან, 1 ასისტიც მიითვალა. ჩვენი გუნდის რიგებში, ჯინჭარაძეზე კარგი შედეგი სანდრო მამუკელაშვილს ჰქონდა - 21 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა ჯინჭარაძემ საქართველოს პირველ არხთან განვილი მატჩი შეაფასა:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 30 აგვისტოს, ვენესუელას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვიღაცამ უნდა შეამოწმოს, დღეს რაც მოხდა“ - ზუროსი მსაჯობაზე
    „ვიღაცამ უნდა შეამოწმოს, დღეს რაც მოხდა“ - ზუროსი მსაჯობაზე