ნაპოლი, აინტრახტი, იესპერ ლინდსტრომი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ლინდსტრომი ნაპოლიში ითამაშებს

გაბრი ვეიგას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, „ნაპოლიმ“ ნახევარდაცვის გაძლიერებას ზრუნვა არ შეწყვიტა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „პარტენოპეისა“ და ფრანკფურტის „აინტრახტს“ შორის წინასწარი შეთანხმება შედგა.

იესპერ ლინდსტრომი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონში ითამაშებს. დანიელმა ნახევარმცველმა დღეს გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და ნეაპოლში გასამგზავრებლად ემზადება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

ცნობისთვის, ლინდსტრომი გერმანულ კლუბს 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, იესპერმა „აინტრახტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 80-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები